ჯო უილსონი – საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებით, ქართული დროშა ქართველი ხალხის სიმამაცეს და გამბედაობას წარმოადგენს, რომელიც საკუთარ თავისუფლებას ტირანული რეჟიმისგან იცავს.
„დღეს საქართველოს ეროვნული დროშის დღეა – მშვენიერი დროშა, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის სიმამაცეს და გამბედაობას, რომელიც საკუთარ თავისუფლებას ივანიშვილის ტირანული რეჟიმისგან იცავს. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!“- წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.