თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა
თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა. ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა ერთი, რომელიც გურჯაანის კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, ხოლო თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალი დროებით გადაკეტილია.
ფოტო: ფორმულა