ახალი ამბები

იურიდიული ფირმების ასოციაცია გაფიცვაში მონაწილე პირებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას სთავაზობს

იურიდიული ფირმების ასოციაცია გაფიცვაში მონაწილე პირებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას სთავაზობს და საჭიროების შემთხვევაში, მათ უფლებებს სასამართლოშიც დაიცავს – განცხადებას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

“15 იანვარს, 15:00 საათზე იგეგმება საყოველთაო გაფიცვა – “იფიცება საქართველო!”. გაფიცულები სამი საათის განმავლობაში შეაჩერებენ საქმიანობას და პროტესტის ამ ფორმით შეუერთდებიან სინდისის პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნებს.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია და ამ განცხადების ხელმომწერი იურიდიული ფირმები მზად არიან უფასო კონსულტაცია გაუწიონ გაფიცვისა და პოლიტიკური პროტესტის საკითხებით დაინტერესებულ პირებს და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს გზით დაიცვან გაფიცული ადამიანების შრომითი უფლებები”, – წერს ასოციაცია.

15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ.