ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება კვირის ბოლომდე კახეთში

კახეთის რეგიონში, 13-დან 17 იანვრამდე, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-გრადუსამდე აიწევს.

სინოპტიკოსის მერაბ სამუნაშვილის განცხადებით, 13-იანვარი უღრუბლო და უნალექო დღეა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, 14 გრადუსი იქნება.

,,14 იანვრიდან მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა (დღის მეორე ნახევარში ღრუბლიანი). დღე დასავლეთის ნიავის ფონზე ჩაივლის. 15-იანვარს, ღამით, მცირე წვიმის ალბათობა 30%-ია. წინა დღის გრილი ნიავი უკვალოდ არ ჩაივლის და ჰაერის ტემპერატირას 5-გრადუსით, +9 გრადუსიანდე დაიწევს. 16,17 იანვარს, დღე ცვალებადი მოღრუბლულობით და უნალექოდ ჩაივლის ცვალებადი მიმართულების ნიავის ფონზე, ჰაერი კი, 9-10 გრადუსამდე გათბება”.