ახალი ამბები

2013 წლამდე გამოშვებული ავტობუსები და სატვირთო მანქანები საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება

2025 წლის იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული ავტობუსები და სატვირთო მანქანები საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება.

ცნობისთვის, ეს შეზღუდვა საქართველოს ევრო-5 სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებით წესდება. ევრო-5 არის ეკოლოგიური სტანდარტი, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება როგორც ქვეყანაში უკვე მყოფ სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებს, ასევე ამ კატეგორიის იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილებისთვის ემისიის ევრო 5 სტანდარტი საქართველოში 2024 წლიდან ამოქმედდა. შესაბამისად, გასული წლის 1-ლი იანვრიდან ქვეყანაში ვეღარ რეგისტრირდება 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანები. უკვე 2025 წლის 1-ლი იანვრიდან კი ეს რეგულაცია ვრცელდება სატვირთო მანქანებსა და ავტობუსებზე.