კახეთში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდები შენარჩუნდება
6 იანვარიდან 10 იანვრის ჩათვლით კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობაა, უმეტესად მზიანი.
სინოპტიკოსის მერაბ სამუნაშვილის განცხადებით, ჰაერის ტემპერატურა ღამით +2, დღისით კი, +10 გრადუსამდე გათბება.
,,მზე 8:24-წუთზე ამოდის და 17:41-წუთზე ჩადის, დღის ხანგრძლივობა 9:16-წუთია. ბარომეტრზე ვერცხ.წყლის სვეტი 766-მმ-ზეა – დილას, ადრიანად ჩრდილო/დასავლეთიდან შემოსვლა და საქართველოში გავრცელება დაიწყო ცივი ჰაერის მასებმა, რომელიც თავის გზაზე წვიმას, მთაში თოვას გამოიწვევს.
7 იანვარი ცვალებადი მოღრუბლულობის ფონზე ჩაივლის, უმეტესად მზიანი დღეა და ჰაერის სავარაუდო ტემპერატურა ღამით -2, დღისით +8-გრადუსია. ატმოსფერული წნევა მომატებას დაიწყებს და ხუთშაბათისათვის 776-მმ-ს მიაღწევს”.
სამუნაშვილის თქმით, კვირის ბოლომდე უნალექო ამინდებია. 8 იანვარს მზიანი დღეა, რაც დღის ტემპერატურასაც დაეტყობა +11, ხოლო ღამით+1 ნავარაუდევი. 9-იანვარს ღამით +2, დღისით +12-გრადუსია. 10-11-12-იანვარსაც უნალექო ამინდებია ნავარაუდევი”.
თელავი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილით წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით -1°.
ყვარელი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილით წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით -1°.
საგარეჯო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილით წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით -1°.
სიღნაღი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილით წვიმა. დასავლეთის ქარი 5-10მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -2°.
დედოფლისწყარო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილით წვიმა. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -3 °.
ლაგოდეხი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილით წვიმა. დასავლეთის ქარი 5-10მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +2°.