არქიტექტორებს და ინჟინერ-მშენებლებს სერტიფიცირება მოუწევთ
არქიტექტორებს და ინჟინერ-მშენებლებს სერტიფიცირება მოუწევთ.
სერტიფიცირების ამოქმედების ვადად 2025 წლის 1-ლი დეკემბერია განსაზღვრული. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 5 წელი იქნება.
შეგახსენებთ, სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება უნდა ამოქმედებულიყო 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, აღნიშნული ვადა მოგვიანებით 2024 წლის 1-ელ მარტამდე გადავადდა.
ბოლო ცვლილების თანახმად კი, რეგულაციის ამოქმედება 2025 წლის 1-ელ დეკემბრიდან არის დაგეგმილი