გაზის ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება სავალდებულო ხდება
2025 წლის 1-ელი ივლისიდან მუნიციპალიტეტებში შეტანილი განაცხადის საფუძველზე ბუნებრივი აირის ჭკვიანი მრიცხველის დაყენება სავალდებულო ხდება.
მრიცხველის მოწყობის მსურველმა წერილობით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიანტს. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველმა განაცხადის წარდგენამდე ჭკვიანი მრიცხველის საფასურის ნახევარი წინასწარ უნდა გადაიხადოს, დანარჩენი კი დამონტაჟებიდან 10 დღის ვადაში.
ცნობისთვის, აღნიშნული რეგულაცია თვითმმართველ ქალაქებში 2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა.