ახალი ამბები

ჩემი შვილების გვერდით ვდგავარ, თქვენს გვერდით რომ არ ვიგდეთ, მართლები არ ვიქნებით – დუტა სხირტლაძე

ჩემი შვილების გვერდით ვდგავარ, თქვენს გვერდით რომ არ ვიგდეთ, მართლები არ ვიქნებით – დუტა სხირტლაძე
დუტა სხირტლაძე ერთობის ჯაჭვს შეუერთდა – მსახიობი შვილების გვერდით დგას და ამბობს, რომ ვინც შვილების თაობას გვერდით არ დადგება, მართალი არ იქნება
.

,,ქუჩაში იმან გამომიყვანა, რომ არ მომეწონა როგორ ჩატარდა არჩევნები, ვთვლი, რომ სამართლიანად არ ჩატარდა, ხელახალი არჩევნები მინდა რომ იყოს და რაღა თქმა უნდა, მე ვდგავარ ჩემი შვილების გვერდით. ეს შვილები ჩვენი გაზრდილები არიან, ეგეთები არიან, მოგწონთ, არმოგწონთ, არვიცი. ეგეთები ხართ ჩემო კარგო და თქვენს გვერდით რომ არ ვიდგეთ, არ ვიქნებით მართლები არასდროს”, –
ამბობს დუტა სხირტლაძე.

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის – ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეე შეკრებილი მონაწილეების ნაწილი, ამ წუთებში მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართება.

მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სწორედ ამ ფორმით აპროტესტებენ “ქართული ოცნების” ანტიევროპულ პოლიტიკას. ისინი ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

ფოტო: tv pirveli