დღეიდან, ევროკავშირში ყველა ელექტრომოწყობილობის USB-C დამტენთან თავსებადობა სავალდებულო გახდა
დღეიდან, 28 დეკემბრიდან, ევროკავშირის მოსახლეობას თავიანთი მოწყობილობების დასამუხტად სხვადასხვა ტიპის დამტენები აღარ დასჭირდებათ.
ევროკავშირში ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც მობილურები, ტაბლეტები, კამერები, აუდიომოწყობილობები და სხვა წვრილი ტექნიკა USB-C დამტენთან იქნება თავსებადი.
ევროპარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმადაც მცირე ტექნიკის დამუხტვისთვის საჭირო ალტერნატიული მეთოდები უნდა გაუქმებულიყო და ყველა მცირე და საშუალო ზომის პორტატული მოწყობილობას, რომელიც EU-ში გაიყიდება, USB-C პორტი უნდა ჰქონდეს.
ამასთან, ახალი წესების თანახმად, ამიერიდან მომხმარებელს ექნება არჩევანი, ახალი მობილურის შეძენისას მოჰყვება თუ არა მას ახალი დამტენი.
იგივე წესი ლეპტოპის მწარმოებლებისთვის 2026 წლის 28 აპრილიდან ამოქმედდება.
2023 წლიდან Apple-ის მიერ iPhone-ის დამტენის პორტის type C-ზე გადასვლის მიზეზიც სწორედ ევროკავშირის ეს რეგულაცია იყო.