ახალი ამბები

ჯო უილსონი – მოხარული ვარ, მოვიწვიო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე

ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია.

ამის შესახებ ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მოხარული ვარ მოვიწვიო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში“, – წერს უილსონი.