ახალი ამბები

„კახელების მარში“ ლოზუნგით – „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მიმდინარეობს

აქციის 25-ე დღეს კახელები და ქიზიყელები თბილისში, ერეკლე II-ის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას ლოზუნგით – „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მართავენ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ კახური დიალექტით შედგენილი ტრანსპარანტები წარწერებით: „მანამ ვირი კუდზე არ გამაგაბამთ, იქამდე არ მაისვენებთ?“, „უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი!“, „ინგილო ქალს რეჟიმით ვერ შეაშინებთ!“, „ხალხი მწყობილებიდან გამაიყვანეთ და ახლა კითხულობთ?!“ და ა.შ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოთხოვნები უცვლელია და სურთ ხელახალი არჩევნები.

„ყველა კუთხე ერთმანეთისგან განსხვავდებით, მაგრამ ღირებულება ერთი გვაქვს. რაც მალე იქნება არჩევნები, ნაკლებად გაღარიბდება ქვეყანა და ნაკლები ადამიანი დაზარალდება. ჩვენ ევროკავშირის წევრები უნდა გავხდეთ!“.

მანიფესტანტების მოთხოვნების უცვლელია. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“.