დღეს, თბილისში კახელების მარში გაიმართება
22 დეკემბერს 18:00 საათზე ერეკლე II-ს მოედნიდან პარლამენტამდე კახელების მარში გაიმართება.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას თავისუფალ და სამართლიან გარემოში.
შეგახსენებთ, თბილისში მიმდინარე უწყვეტი აქციის ფარგლებში, გაიმართა უკვე ქვეყნის სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლების მარში.
გარდა თბილისისა, უწყვეტი აქციებია კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებშიც.