ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი – ეუთო/ოდირის დასკვნაზე – კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოწოდება ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს

მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს, – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას.

„მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს. ეს იმ კრიზისიდან გამოსვლის დემოკრატიული გზაა, რომლამდეც ამ არჩევნებმა საქართველო მიიყვანა,” – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.