სანქციები იმ პირებს, რომლებიც პროტესტის ძალადობრივ ჩახშობაში, ან ბრძანებების გაცემაში მონაწილეობდნენ – ჩეხეთის სენატი
ჩეხეთის სენატმა მიიღო დადგენილება და მთავრობას დაავალა, დაუწესოს სანქციები იმ პირებს, რომლებიც პროტესტის ძალადობრივ ჩახშობაში, ან ბრძანებების გაცემაში მონაწილეობდნენ.
ჩეხეთის სენატი მოითხოვს, სანქციები იმ მოსამართლეებზეც გავრცელდეს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას იღებენ.
„არჩევნები ხასიათდებოდა სერიოზული დარღვევებით, ხმების მანიპულირებისა და ამომრჩეველთა თავისუფლების აღკვეთის, ხმის მოსყიდვის, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების შევიწროების, ამომრჩეველთა დაშინების შესახებ დოკუმენტირებული ცნობებით როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე მის გარეთ“ – წერია რეზოლუციაში.

