ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

გურჯაანში STEM მასტერკლასები ჩატარდა

17-18 დეკემბერს გურჯაანში STEM მასტერკლასები ჩატარდა, რომელთა თემაა „თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული სამყაროს როლი მეცნიერებაში“.

ქართველი მეცნიერები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში და საგანმანათლებლო ინსტიტუტებში მუშაობენ, მსმენელებს უზიარებენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას.
პროექტის მიზანია აბიტურიენტებისთვის, სტუდენტებისთვის და პედაგოგებისთვის საერთაშორისო სტანდარტებით განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნა, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მათ კარიერასა და საგანმანათლებლო განვითარებაში.

მათი ამოცანაა, ხელი შეუწყონ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში STEM განათლების განვითარებას და უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერების გამოცდილების ინვესტირებას საქართველოში. აღსანიშნავია, რომ STEM მასტერკლასები 17-24 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს სხვა და სხვა ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გურჯაანი) ჩატარდება.