გამყრელიძე: ნიღბების აკრძალვა არ შეიძლება, მით უმეტეს ზამთარში, როცა ეპიდაფეთქებები გვაქვს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC-ის) ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საყოველთაო შეკრების ადგილებში ნიღბების აკრძალვა, მით უმეტეს, ზამთარში, გრიპის და ეპიდაფეთქებების გათვალისწინებით, არ შეიძლება.
„ნიღბების აკრძალვა დემონსტრაციებზე არ შეიძლება, მით უმეტეს, ზამთარში. ნიღბის აკრძალვა დიდი თავშეყრის ადგილებში არ შეიძლება იმიტომ, რომ ზამთარში ჩვენ ყოველთვის გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების ეპიდაფეთქებები გვაქვს.
რატომ მართეს სინგაპურმა და იაპონიამ ყველაზე კარგად პანდემია? იმიტომ, რომ იქ ხალხი მიჩვეული იყო [პირბადეების ტარებას], სულ ატარებდნენ ზამთარში ნიღბებს. ამიტომ, ნიღბების აკრძალვა არ შეიძლება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ 19 ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.