ყვარელში მოსახლემ შავი ტრუფელი აღმოაჩინა
ბუნებაში ტრიუფელის 50-ზე მეტი სახეობა არსებობს. მათგან საწარმოო მნიშვნელობისა მხოლოდ ორია – შავი და თეთრი ტრიუფელი. შავი ტრიუფელი ძვირფასი დელიკატესია.
იგი მეტად არომატულია და აქვს საუკეთესო გემო, რის გამოც ყველაზე სახელგანთქმული სოკოა მსოფლიოში. პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად „შავ ბრილიანტს“ უწოდებენ.
სოკოს მიგნება ძალიან ძნელია, მის ადგილმდებარეობას ოდნავ შესამჩნევი გადამხმარი ბორცვების მიხედვით თუ გამოვიცნობთ.
სწორედ ეს სოკო აღოაჩინეს ყვარელში.