ახალი ამბები

STEM მასტერკლასები საქართველოში – გზა მომავლის ტექნოლოგიებისკენ

17-24 დეკემბერს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გურჯაანი) ჩატარდება STEM მასტერკლასები, რომელთა თემაა „თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული სამყაროს როლი მეცნიერებაში“.

ქართველი მეცნიერები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში და საგანმანათლებლო ინსტიტუტებში მუშაობენ, მსმენელებს გაუზიარებენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას.

პროექტის მიზანია აბიტურიენტებისთვის, სტუდენტებისთვის და პედაგოგებისთვის საერთაშორისო სტანდარტებით განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნა, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მათ კარიერასა და საგანმანათლებლო განვითარებაში.

მათი ამოცანაა, ხელი შეუწყონ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში STEM განათლების განვითარებას და უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერების გამოცდილების ინვესტირებას საქართველოში.

აპლიკანტები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციის მიხედვით.

მასტერკლასებზე დასწრება უფასოა. დარეგისტრირდით 30 ნოემბრამდე!

მასტერკლასების განრიგი:

გურჯაანი

17 დეკემბერი, 12:00 საათი( გურჯაანის ტექნოპარკი)- მასტერკლასები პედაგოგებისთვის

18 დეკემბერი, 12 საათი(გურჯაანის ტექნოპარკი)-მასტერკლასები აბიტურიენტებისთვის

თბილისი

19 დეკემბერი, 14:00 საათი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)-მასტერკლასები სტუდენტებისთვის, აბიტურიენტებისთვის და პედაგოგებისთვის

ქუთაისი

20 დეკემბერი, 12:00 საათი (ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი)- მასტერკლასები სტუდენტებისთვის და აბიტურიენტებისთვის

21 დეკემბერი, 12:00 საათი (ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი)- მასტერკლასები პედაგოგებისთვის

ბათუმი

23 დეკემბერი, 14 საათი ( ბათუმის ტექნოპარკი)-მასტერკლასები აბიტურიენტებისთვის

24 დეკემბერი, 14 საათი (ბათუმის ტექნოპარკი)-მასტერკლასები პედაგოგებისთვის

პროექტი ხორციელდება გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაცია “კავკასიადა”-ს და პლატფორმა “ სფიჩი”-ს ორგანიზებით.

დარეგისტრირდით:
www.speech.ge