ახალი ამბები

თბილისში აქციაზე 3 პირი დააკავეს, მათ შორის არის თელაველი ახალგაზრდა, ვანო გომურაშვილი

თბილისში, ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე 3 პირი დააკავეს, მათ შორის არის თელაველი ახალგაზრდა, სამოქალაქო აქტივისტი ვანო გომურაშვილი.

პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა. ერთ-ერთმა პოლიციელმა კი დაკავებისას ვანო გომურაშვილს უთხრა, რომ მეორე დღეა აფრთხილებს.

საპროტესტო მსვლელობისას, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გაიმართა, აქციის მონაწილეების დაკავებას ადასტურებს შსს. უწყების ინფორმაციით,ჯამში სამი პირია დაკავებული.

უწყების ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

ცნობისთვის, იქამდე საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პირთა დაკავება გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობისა და საპოლიციო მოქმედებებისთვის ხელის შეშლისთვის მოხდა.

ფოტო: გვერდი ,,დაიტოვე”