ახალი ამბები

ვერანაირი დაბრკოლება ვერ გაანადგურებს ჩვენს იმედს და წინააღმდეგობას – ელვინ ქარიმოვი

იორმუღანლოში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, ელვინ ქარიმოვი, რომელიც თბილისში მიმდინარე 6 დეკემბერს აქციაზე დააკავეს, თავისუფალია.

ქარიმოვი, სასამართლომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

,,უღრმესი მადლობა ყველას, გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოცხადებისთვის. ამ თანადგომამ არა მარტო ზნეობა, არამედ ჩვენი ბრძოლის რწმენაც გამიძლიერა. ჩემი ბრძოლა არ დასრულებულა, პირიქით, უფრო მტკიცედ გრძელდება. თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის, გადადგმული ყველა ის ნაბიჯი ჩვენს მიზანთან უფრო გვაახლოებს. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! ვერანაირი დაბრკოლება ვერ გაანადგურებს ჩვენს იმედს და წინააღმდეგობას! ბრძოლა ბოლომდე!”, – წერს ელვინი სოციალურ ქსელში.

ელვინ ქარიმოვის ადვოკატი აიჰან ჰასანლი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას და ამბობს რომ დაკავებისას გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა, ადგილი ჰქონდა ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფასაც.

“3 დეკემბერს, რუსთაველზე პროტესტის დროს, სამოქალაქო აქტივისტი და “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ელვინ ქარიმოვი დააკავეს. დაკავების დროს ელვინს ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენეს. შენ აქ რა გინდა, წადი, ალიევს მოსთხოვე უფლებები, აქ რა გინდა, თათარო? ეს არის ის ფრაზა, რომლითაც სპეცრაზმმა ელვინს მიმართა. აღარ მიკვირს არაფერი. არც პირველია და არც ბოლო მსგავსი დამოკიდებულება. ელვინს სახეზე აქვს დაზიანებები და მისი თქმით, ის სასტიკად სცემეს პოლიციის მანქანაში. სასამართლომ მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა”,-წერს მისი ადვოკატი.