ევროპარლამენტის დელეგაციამ თბილისში შეხვედრები დაიწყო
ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოშია. საქართველოში საგანგებო მისიით ჩამოსული ექვსი ევროდეპუტატი დილიდან პროდასავლური ოპოზიციის ლიდერებს ესაუბრება.
დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან. დელეგაციაში შედიან:
რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი