ახალი ამბები

მოვითხოვთ კონსტიტუციით დეკლარირებული საგარეო კურსის აღსრულებას – ფინანსისტების ერთობლივი განცხადება

ფინანსისტების და მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლების ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ, სადაც ისინი კონსტიტუციით დეკლარირებული საგარეო კურსის აღსრულებას მოიტოვენ.

ამასთან, განცხადებაში დაგმობილია ხალხის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება, უკანონო დაკავებები და დაკავებულების ფიზიკურ შეურაცხყოფა.

,,ჩვენ, ქართველ ფინანსისტებს, აუდიტორებს, ბანკირებს, ბუღალტრებს, ინვესტიციების მართვის სპეციალისტებს და მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლებს, გულწრფელად გვწამს, რომ საქართველოს განვითარება უნდა წარიმართოს ევროატლანტიკური კურსით, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში. კატეგორიულად მიუღებელია თუნდაც ერთი დღით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება დღის წესრიგიდან. მოვითხოვთ კონსტიტუციით დეკლარირებული საგარეო კურსის აღსრულებას.

ჩვენ ვგმობთ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, უკანონო დაკავებებს და დაკავებული პირების ფიზიკურ შეურაცხყოფას. ვითხოვთ ამ პირთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, დევნის შეწყვეტას და საქართველოს მოქალაქეებისთვის კანონით გარანტირებული შეკრებების და მანიფესტაციების უფლების განხორციელების უზრუნველყოფას”, – წერია განცხადებაში, რომელსაც, ამ დროისთვის, 70-ზე მეტი ფინანსისტი და ეკონომისტი აწერს ხელს.