ევროკავშირი დამატებით ზომებს 16 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავს
ევროკავშირის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერის განცხადებით, დემოკრატიის განუწყვეტელმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გამოყენებულმა რეპრესიულმა საშუალებებმა ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა იქონია.
მისი თქმით, ევროკავშირი 16 დეკემბერს დამატებით ზომებს განიხილავს.
“ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს 16 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე. ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას და მის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს სოლიდარობას უცხადებს“,– განაცხადა ანიტა ჰიპერმა.