ახალი ამბები

სამოქალაქო სექტორის მხარდასაჭერად 2025 წელს ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი გამოიყოფა

2025 წელს სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მესამე წარდგინებაშია აღნიშნული.

ამასთან, როგორც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მომავალი წლიდან საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას, რისთვისაც შეიქმნება შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა.

შეგახსენებთ, რომ როგორც ჯერ კიდევ სექტემბერში დაანონსდა, საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს შექმნიდა. ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.