ახალი ამბები

ნიდერლანდები ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები შეაჩეროს

ნიდერლანდები ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები შეაჩეროს, – ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საქართველოში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა და პოლიტიკოსების დაკავება მიუღებელია. ამიტომ, ნიდერლანდები ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები შეაჩეროს. კარგია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ინდივიდუალური შესვლის აკრძალვები უკვე შემოიღეს“, – წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი.