ახალი ამბები

შსს – 3 დეკემბერს მიმდინარე აქციაზე 22 პირია დაკავებული

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 3 დეკემბერს მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 პირი დააკავა.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი – ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საქართველოში პროტესტი მოჰყვა.

28 ნოემბრიდან თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.