ანსამბლ “წინანდალის” სოლისტი დავით გაგანაშვილი გარდაიცვალა
ანსამბლ “წინანდალის” სოლისტი, ღვაწლმოსილი ხელოვანი, დავით გაგანაშვილი გარდაიცვალა.
ფოლკლორული ანსამბლი “წინანდალი” შეიქმნა 1986 წელს. ხელმძღვანელი იყო ლევან აბაშიძე. სოლისტები: გურამ ურჩუხიშვილი, დავით გაგანაშვილი და თამაზ დათულიშვილი.
ანსამბლს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე. მიღებული აქვს უამრავი პრიზი. ანსამბლის შესახებ გადაღებულია ფილმი და სიმღერები შეტანილია საქართველოს ფოლკლორის “ოქროს წიგნში.

