ვგმობთ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე სასტიკ ძალადობას – ყოფილი საჯარო მოხელეები
ყოფილი საჯარო მოხელეების განცხადებას ავრცელებენ და გმობენ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე სასტიკ ძალადობას.
განცხადების თანახმად, კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, რომ საქართველო მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგად ევროპულ კურსს შორდება.
“ჩვენ მრავალი წელი გავატარეთ საჯარო სამსახურში და ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში გულწრფელად და თავდაუზოგავად ვემსახურებოდით ქვეყნის განვითარებას და მის ევროპულ მისწრაფებებს. თითოეული საჯარო მოხელის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, ბევრი წარმატება იქნა მიღწეული ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით.
თუმცა, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველო შორდებოდა მის ისტორიულ ევროპულ კურსს. დღეს კი, ჩვენი აზრით, დადგა მომენტი, როცა კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე სასტიკ ძალადობას.
გვჯერა, რომ ბევრი ჩვენი დღეს მოქმედი კოლეგა ჩვენსავით იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, ჩვენსავით მიაჩნია, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ კურსს და ისინიც შემოგვიერთდებიან, მათი თავისუფალი აზრის გამოხატვით”,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ამჟამად ხელს აწერენ:
ნიკოლოზ ალავიძე – ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე;
ზაზა ბროლაძე – თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე;
ქეთი ბოჭორიშვილი – ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე;
ნიკოლოზ გაგუა – ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე; ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი;
მირზა გელაშვილი – ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე;
გიორგი თაბუაშვილი – ფინანსთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე;
ნოდარ კერესელიძე – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე;
დავით ლეჟავა – ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე;
დავით ლომიძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე;
ირაკლი მატკავა – ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე;
შალვა ფიფია – სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი;
ირმა ქავთარაძე – ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ყოფილი;
გიორგი ციკოლია – მეწარმეობის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, აშშ-ში ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
ნინო ჯავახაძე – ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე; შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე;