ახალი ამბები

სამოქალაქო განათლების მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ

სამოქალაქო განათლების მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერს 370 პედაგოგი, საიდანაც 22 კახეთში მომუშავე პედაგოგია.

,,ჩვენ, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინც წლების განმავლობაში ერთგულად ვემსახურებით ეროვნულ ინტერესს, შევქმნათ მშვიდობიანი, სოლიდარული, განვითარებული საზოგადოება, აღვზარდოთ ქვეყნის ინტერესების დამცველი აქტიური მოქალაქეები, ვფიქრობთ, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომლებსაც სამოქალაქო განათლების საგანი ეფუძნება და ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, ტოლერანტული და მშვიდობიანი გარემოს ჩამოყალიბებას.

ვუერთდებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილს და მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს: კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვგმობთ და ვემიჯნებით იმ ძალადობას, რომელსაც ბოლო დღეებში ვუყურებთ კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნით გამოსული მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. საქართველოს კონსტიტუციით დაცული აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ფარგლებში, ქვემოთ ხელმომწერნი ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას”- წერია განცხადებაში.

განცხადებას კახეთიდან ხელს აწერენ:

თამარი ცქიფურიშვილი-სსიპ მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის #1 საჯარო სკოლა
მიხეილი ლობჟანიძე-სსსიპ მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლა
ელენე ოგბაიძე-ააიპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატი, სსიპ პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლა
ზეინაბ კაკალაშვილი-სსიპ ქ. თელავის N5 საჯარო სკოლა
მაია ღამბაშიძე-ლაგოდეხი.სსიპ შრომის საჯარო სკოლა
Ლია მღებრიშვილი-Სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლა
ესმა შანყულაშვილი-ქალაქ გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა
ნანა სოზაშვილი-წინანდლის საჯარო სკოლა
ციური ბასაძიშვილი-ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანი. მე-2 საჯარო სკოლა
ნინო ბეჟანიშვილი-თელავის # 1საჯარო სკოლა
მაია ლაპიაშვილი-დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა
ნინო შუხოშვილი-ააიპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია
თეონა კარდენახიშვილი-კოლეჯი
ეკა კობიაშვილი-სსიპ ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა
იზოლდა ბოჭორიშვილი-სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლა
ნონა პაპუნაშვილი-ახმეტა მაღრაანის საჯარო სკოლა
ხათუნა ნატროშვილი-ლაგოდეხის მუნიც. სოფ. შრომის საჯარო
თამარი თასოევი-სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანის და ლელიანის საჯარო სკოლა
მარინე რეხვიაშვილი-სსიპ- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლა
თამარი მუმლაძე-საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
ციცინო გოგოლაძე-მსხალგორის საჯარო სკოლა
ქეთევან იმერლიშვილი-მუკუზნის საჯარო სკოლა