ახალი ამბები

ბალტიის ქვეყნები საქართველოში ლეგიტიმური პროსტესტის ჩამხშობთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს.

ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა – ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ერთობლივად შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობთა წინააღმდეგ.

,,ჩვენ არ მივესალმებით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში“ – წერს სოციალურ ქსელ X-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.