ახალი ამბები

პარლამენტთან, სპეცრაზმი ტერიტორიის მომიტინგეებისგან გასუფთავებას ცდილობს

ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, წყლის ჭავლი კვლავ გამოიყენეს. ისმის გაფრთხილება და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.

მიუხედავად ამისა, შეკრებილები არ იშლებიან. ისინი პროტესტს შეძახილებით გამოხატავენ. ასევე, პოლიციის მისამართით ისვრიან პიროტექნიკას. პოლიცია კი, წყლის ჭავლს იყენებს.