კახეთის მუნიციპალიტეტებში აქცია გაიმართა
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, ახმეტაში,ყვარელში, ლაგოდეხში, თელავში და გურჯაანში აქცია გაიმართა.
საქართველო ევროპაში, არა მონობას, არა რუსულ მთავრობას- ამ ლოზუნგებით სამოქალაქო აქტივისტებმა მთავრობის არჩეული კურსი გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ქართველი ხალხის არჩევანია ევროპა და ევროკავშირი. მათი თქმით, ამ არჩევანის წართმევის უფლება არავის აქვს.
სწორედ ამ მოწოდებებით, ახალგაზრდებმა საპროტესტო აქციიები მშვიდობის მარშით გახსნეა და სხვა მოქალაქეებს გააქტიურებისკენ მოუწოდეს.
აქციები კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში უკვე რამდენიმე დღეა იმართება. აქციის გამართვა ასევე დაანონსებულია ხვალ საგარეჯოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.