ახალი ამბები

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი – საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვაჩერებთ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გაავრცელა.

“აშშ ევროკავშირთან ერთად წუხს “ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვგმობთ ქართველების წინააღმდეგ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას, რომლებიც ლეგიტიმურად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს – ევროკავშირი საყრდენი ძალაა კრემლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა,” – წერს მილერი X-ის საკუთარ გვერდზე.