თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა განცხადება
,,ჩვენ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები, ვგმობთ „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურ და ანტიეროვნულ პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციულ მისწრაფებას და ემსახურება კრემლის ინტერესებს. პატივს ვცემთ რა ჩვენი წინაპრებისა და თანამედროვეების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და სისხლი დაღვარეს რუსეთის იმპერიული მარწუხებისგან ქვეყნის გამოსახსნელად, ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ რწმენას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული ქვეყნის საგარეო კურსი ასახავს ჩვენს საუკუნეობრივ სურვილს, გავხდეთ ჭეშმარიტ ფასეულობებზე დაფუძნებული ევროპული სამყაროს წევრი”.
ხელს ვაწერთ:
- გიორგი გოცირიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი
- ქეთევან გიგაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
- ნინო გოგიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი
- თამარ მიქელაძე, განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების დოქტორი
- მზია გიგაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი
- ნინო ნახუცრიშვილი-განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, განათლების დოქტორი
- მაკა ორმოცაძე, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი
- თეა ხოსიტაშვილი, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, სასურსათო ტექნოლოგიების დოქტორი
- მანუჩარ მესხიძე, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი
როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან გიგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სია განახლებადია.