ახალი ამბებიგანცხადებაგზა ევროპისკენ

საქართველოს რეგიონული ჰაბები და სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და

რეგიონული ჰაბების  ერთობლივი მიმართვა 

 

ჩვენ, საქართველოს რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ჰაბები და სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოვხატავთ რა ადგილობრივი მოსახლეობის,  საზოგადოებრივი, საინიციატივო ჯგუფების, აქტიური მოქალაქეების  მოსაზრებასა და მათ მკაფიო ნებას, მკაცრად ვგმობთ სადავო არჩევნების შედეგად საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნისა და ხალხის მიერ  არჩეული  ევროატლანტიკური კურსის გაცხადებული ნების უგულებელყოფასა და დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებათა ფეხქვეშ გათელვას!

 

მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან, ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლის გზასთან.

 

მიუღებელია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა სასტიკი დარბევის ფაქტები. ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად არ შევეგუებით საქართველოს არჩეული კურსის ცვლილებას, ავტორიტარიზმის დამკვიდრებას, ხმის დახშობასა და რუსეთის გავლენის ქვეშ ჩვენი სახელმწიფოს დამორჩილებას.

 

მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას მტიცედ დავდგეთ ჩვენი სამშობლოს დაცვის სადარაჯოზე!

 

ხელმომწერები:

 

დემოკრატ მესხთა კავშირი

მედია ცენტრი კახეთი MCK

მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი

ასოციაცია “ათინათი”

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი “პროგრესის სახლი”

ფონდი “აფხაზინტერკონტი” AIC

რეგიონული ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალი”

„საზოგადოება ბილიკი“

სათემო განვითარების ცენტრი 

 

მიმართვის ტექსტი ღიაა ყველა ხელმომწერისათვის: დააწექით აქ და იხილეთ ბმული: