ახალი ამბები

კახეთის მუნიციპალიტეტებში დღეს საპროტესტო აქცია იგეგმება

კახეთის მუნიციპალიტეტებში, თელავში, ახმეტასა და ლაგოდეხში საპროტესტო აქცია იგეგმება.

ახალგაზრდები მთავრობის კურსს აპროტესტებენ და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების წინააღმდეგ გამოდიან. მათი თქმით, ისინი არ შეეგუებიან ქვეყნის რუსეთისკენ წასვლას, რადგან ევროპა არის თავისუფლება, კეთილდღეობა და ქვეყნის განვითარების შესაძლებლობა.

აქციები იგეგმება 16:00 საათზე ლაგოდეხში, ლაგოდეხის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის გამართვა იგეგმება 16:00 საათზე თელავში, მერიის შენობის წინ.

აქციას გეგმავენ ახმეტაში მცხოვრები ახალგაზრდები. ისინი ახმეტის მერიის წინ 17:00 საათზე შეიკრიბებიან.

მანამდე აქციები გაიმართა გუშინ ღამით თელავში და დღეს გურჯაანში.