ბოლომდე ვიდგებით ხალხის გვერდით მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად – საია
არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და მოქალაქეების ნებას – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
“საქართველოში მოქალაქეების 80%-ზე მეტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არა მხოლოდ საზოგადოებრივი ნება – ეს კონსტიტუციით გარანტირებული არჩევანია. არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და მოქალაქეების ნებას. საია, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მისი მანდატის ფარგლებში ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად.” – ნათქვამია განცხადებაში.