ახალი ამბები

სახალხო დამცველის წარმომადგენელი კახეთში- ახლა ის დროა ყველამ ხმამაღლა ვთქვათ ჩვენი სათქმელი

სახალხო დამცველის წარმომადგენელი კახეთის რეგიონში ნათია ფიცხელაური ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა ის დროა, როცა ყველამ ხმამაღლა უნდა თქვას სათქმელი.

,,ახლა ის დროა ყველამ ხმამაღლა და ღიად ვთქვათ ჩვენი სათქმელი. ბატონო ბიძინა დაგიგვიანდა ჩვენი საზღვრებში მოქცევა. დიდმა ნაწილმა უკვე ნახა “ევროპული ცხოვრება”. კეთილდღეობა, თავისუფლება, ბედნიერება, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობა. ასე რომ ახლა ძალიანაც რომ ეცადოთ ვეღარ შეგვათრევთ საბჭოთა კავშირში. მე ბნელი 90-იანების თაობა ვარ, ძლიერი და მებრძოლი. 3 შვილს ვუზრდი ქვეყანას და ეს შვილები რუსეთის მონებად არ მიზრდია და არც იქნებიან”- წერს ნათია ფიცხელაური სოციალურ ქსელში.