ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წლიური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ყოველწლიური შემაჯამებელი შეხვედრა თელავში გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული მეფუტკრე-დელეგატები და დარგის მხარდამჭერები დაესწრნენ. მათ მოისმინეს 6 წლიანი მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიში, ასევე ისაუბრეს დარგშო არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

ღონისძიების ფარგლებში მოხდა სექტორის წარმატებული კომპანიებისა და მეფუტკრეების დაჯილდოვება. მეფუტკრეებმა ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული თაფლის ორი წარმატებული საწარმო მოინახულეს.

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ფასილიტატორია მერსი ქორფსის კავკასიის ალიანსების პროგრამა 2 შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს(SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADC) და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.