ახალი ამბები

თუშეთში სამი პროექტის განხორციელება იგეგმება

მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის პროგრამის ბიუჯეტი იზრდება.

მთავრობის განკარგულების თანახმად, კახეთის რეგიონში,  ცვლილება მაღალმთიან მუნიციპალიტეტს, ახმეტას ეხება.

ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 2 059 403 ლარი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტში სამი პროექტი განხორციელდება:

  • ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, წოვათის მხარეს ალტერნატიული გზისა და მასთან დაკავშირებული ნაგებობების მოწყობა – 480 000 ლარი;
  • სოფელ ილიურთა-ვესტომთა-საჩიღოლო-ვესტმოს და ვესტომთა-გოგრულთას დამაკავშირებელი ადგილობრივი გზის მოწყობა – 913 881 ლარი;
  • თუშეთი, სოფელი ვაკისძირში მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა – 665 522 ლარი.