ახალი ამბები

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე 2 111 834 ამომრჩეველი მივიდა, 34 974 ბიულეტენი კი გაბათილდა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 3 508 294 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 2 111 834 მივიდა.

ოქმის მონაცემები ცესკო-ს წევრებს სხდომაზე ცესკო-ს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა გააცნო.

ოქმის თანახმადვე, 34 974 საარჩევნო ბიულეტენი ბათილად ცნეს.

„ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 508 294. არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის რაოდენობა 2 111 834. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იყო 34 974. როგორც თქვენთვის ცნობილია, ერთ-ერთი უბნის, მარნეულის ოლქში 69-ე უბნის შედეგები, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 1641, კანონმდებლობის შესაბამისად, გაბათილდა“, – განაცხადა გიორგი ჯავახიშვილმა.