ახალი ამბები

ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ერთ-ერთმა პოლიციელმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავთა შორის დაძაბულობას მას შემდეგ ჰქონდა ადგილი, რაც აქციის მონაწილეები ცესკოს ეზოში შესასვლელ ჭიშკართან მივიდნენ და პროტესტის ნიშნად, რკინის კონსტრუქციის ძალით გარღვევა სცადეს