უძველესი საბაგიროები კახეთში, რომელიც დღეს უფუნქციოა- ფოტო
რამდენიმე ათეული წლის წინ, კახეთის რეგიონში სარკინიგზო და საბაგირო მომსახურება მოთხოვნადი და განვითარებული იყო. ახლა კი ერთ დროს მოთხოვნადი საქმიანობა და მოწყობილი ინფტასტრუქტურა დანგრეული და უფუნქციოა.
ფოტოზე ხედავთ სიღნაღი-წნორის საბაგირო გზას. ფოტო, რომელსაც გვერდი I’m From სიღნაღი ავრცელებს, 1988 წელს არის გადაღებული.
გურჯაანში საბაგირო გზა 1971 წელს გაიხსნა. იგი აკავშირებდა ქალაქის ცენტრს და კულტურისა და დასვენების პარკს.
საბაგირო გზა ააშენა საქგიპროშახტმა. საბაგიროს სიგრძე დაახლოებით 255 მეტრი იყო. ბაგირზე ღია ტიპის გონდოლა მოძრაობდა. ქვედა სადგური თაღოვანი ფორმისაა და ერთ-ერთი ყველაზე პატარა საბაგირო სადგური იყო საქართველოში.
ზედა სადგურსაც თაღოვანი ფორმა აქვს. მისი სიმაღლე ორი სართულია. მეორე სართულზე არის წამყვანი ძრავა, გადაცემათა კოლოფი, მართვის პანელი და დაჭიმვის მექანიზმები.
დღეს ის მთლიანად გაძარცულია და ავარიულია.
წყარო: გიორგი ხევისპირელი