ახალი ამბებივიდეორეპორტაჟიპოდკასტებიღია სტუდია

ბავშვები პატარძლად ადრეული ქორწინება-Podcast

ვსაუბრობთ ადრეული ქორწინების შესახებ საკითხებზე ფსიქოლოგ თამარ თუშიშვილთან. განვიხილავთ საკითხებს როგორიც არის: რა არის ადრეული ქორწინება, რამდენად სისტემატიურ ხასიათს ატარებს მსგავსი შემთხვევები, რა პრობლემები იჩენს ხოლმე თავს და რა კომპლექსური სამუშაოები უნდა ჩატარდეს ქალთა მიმართ ძალადობის შესამცირებლად, როგორი უნდა იყოს ძალადობის პრევენცია ადრეულ ასაკში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს როგორც ქართულენოვან, ისე ეთნიკურად დასახლებულ თემში. რამდენად მნიშვენლოვანია დაუსჯელობის სინდრომის არსებობა საზოგადოებაში?

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე, არის თუ არა საკმარისი ის რესურსი, პროგრამები რასაც ისინი ახორციელებენ და რამდენად მნიშვნელოვანია საგრანტო კონკურსები გენდერული და ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერის კუთხით, ასევე მოზარდებისთვის ჩატარებული შეხვედრა ტრენინგები? როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი? რამდენად მნიშვნელოვანია მასობრივი კამპანია ნაადრევი ქორწინების და ზოგადად, ძალადობის წინააღმდეგ? ძალადობის მსხვერპლებისთვის რა ტიპის მომსახურებები უნდა იყოს ხელმისაწვდომი? ხმის ამოღება და პრობლემაზე საჯაროდ საუბარი რამდენად მნიშვენლოვანია? რას შეცვლის განათლებაზე ხელმისაწვდომობა თემში?