კახეთში საარსებო შემწეობას 66 338 ადამიანი იღებს
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ გაიზარდა.
ჯამში შემწეობა გასულ თვეში 684 432 პირმა მიიღო, მათგან თითქმის 230 ათასი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული და სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში უცვლელად უნარჩუნდებათ.
ყველაზე მეტი ადამიანი საარსებო შემწეობას თბილისში იღებს 147 ათასზე მეტი, მეორე ადგილს ქვემო ქართლი იკავებს 103 171 სოციალურად დაუცველით. რაც შეეხება კახეთის რეგიონს, კახეთში საარსებო შემწეობას 66 338 ადამიანი იღებს.