თელაველი სპორტსმენი, ვახტანგ ჩიდრაშვილი სამბოში ვიცე-ჩემპიონია
თელაველი სპორტსმენი, ვახტანგ ჩიდრაშვილი სამბოში ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთში მიმდინარეობდა, სადაც ჩიდრაშვილი ფინალში გავიდა და 58 კგ წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს 6-გზის ევროპის 5-გზის ჩემპიონია.
მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.