ლაგოდეხში, სოფელ კაბალში სროლა იყო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში სროლა იყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, სროლის მოტივი სავარაუდოდ შურისძიებაა, რადგან რამდენიმე დღით ადრე, ამავე სოფელში მცხოვრებ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, პირმა ერთ-ერთი ადგილობრივის სახლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად, არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ, რომლებიც მომხდარის დეტალებს არკვევენ.