ახალი ამბები

წელს კრედიტის უკანონოდ მიღების 73 დანაშაული გამოვლინდა

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ფულადსაკრედიტო სისტემასთან დაკავშირებული 243 დანაშაული გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, გასული წლის იმავე პერიოდში ამ ტიპის 388 დანაშაული აღინუსხა, რაც წლიურად 37.37%-იან შემცირებაზე მიუთითებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფულადსაკრედიტო სისტემაში ჩადენილ დანაშაულებში ყველაზე დიდი წილი ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება-გასაღებას ეკავა და მისი რაოდენობა 93-ს შეადგინა. ეს კი მაშინ, როცა შარშან იმავე პერიოდში 129 დანაშაული იყო გამოვლენილი.

გარდა ამისა, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენების 77, გასული წლის 9 თვეში კი 166 დანაშაული აღირიცხა.

ამასთანავე, გამოვლინდა კრედიტის უკანონოდ მიღებასთან დაკავშირებით 73 შემთხვევა. გასული წლის 9 თვეში მაგალითად, ამ ტიპის დანაშაულების რაოდენობა 93-ს შეადგენდა.