ახალი ამბები

სააპელაციომ ISFED-ის მოთხოვნა ხმების გადათვლაზე არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლოში ამ დრომდე არ დაწყებულა პროცესი, რომელიც 14 საათზე იყო ჩანიშნული.

სააპელაციომ რამდენიმე ასეული სარჩელი გააერთიანა, სადაც საუბარია დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე, მათ შორისაა – ფარულობის დარღვევის შემთხვევები. სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავების განმხილველი ბოლო ინსტანციაა და მისი გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით ვეღარ გასაჩივრდება. მესამე მხარედ არიან დავებში ჩართული პოლიტიკოსები.

იქამდე კი სააპელაციომ არ დააკმაყოფილა “სამართლიანი არჩევნების” მოთხოვნა ხმების ხელახლა გადათვლაზე. სამაგიეროდ დააკმაყოფილა ცესკოს მოთხოვნა და გორის სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილება გააუქმა.